კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია როგორც მიწისზედა ისე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა. მობინადრეების კომფორტისთვის თითოეულ საცხოვრებელ შენობას იზოლირებული მიწისქვეშა პარკინგი ექნება.
Garden Hills-ის ტერიტორიის უმთავრესი ელემენტი, რითაც თანამედროვე უბნის კონცეფციას პასუხობს, მწვანე სივრცეების სიმრავლეა. ტერიტორია დატვირთულია 4 სეზონზე გათვლილი ხე-მცენარეებით და მოსასვენებელი სივრცეებით, რაც კომპლექსის მობინადრეებს დამატებით კომფორტს უქმნის.
Garden Hills-ის მობინადრეების უსაფრთხოებისთვის კომპლექსის ტერიტორიაზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს დაცვა და მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი.
Garden Hills-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რაც კომპლექსს მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვისთვისაც მიმზიდველს ხდის.
საცხოვრებელი კომპლექსი ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულების კომფორტზეა გათვლილი. Garden Hills-ის ტერიტორიაზე როგორც ჩოგბურთის სათამაშო კორტი, ისე სპორტული მოედანი განთავსდება, სადაც სპორტის მოყვარულებს თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობა ექნებათ.
კომპლექსის დაპროექტებისას ვიზრუნეთ ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეებზეც. ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედანი მოეწყობა, რომელიც ყველა იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რაც ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
ახალ უბანში, რომელიც ჩვენი ხელწერით ძველ თბილისში შეიქმნება, არაერთი კომერციული დანიშნულების ობიექტი განთავსდება. კომპლექსში სუპერმარკეტი, კაფე და აფთიაქი იფუნქციონირებს, რაც Garden Hills-ის მაცხოვრებელს საჭირო სერვისებსა თუ მომსახურებაზე წვდომას ერთ სივრცეში აძლევს.