ჩვენს შესახებ

იცხოვრე სრულფასოვნად
იცხოვრე თავისუფლად
იცხოვრე ჯანსაღად
იცხოვრე მშვიდად

დახვეწილი არქიტექტურული დიზაინით, ფუნქციურად დატვირთული სივრცეებით და რეკრეაციული არეალებით გარდენ ჰილსის მობინადრეები ცხოვრების ახალ სტანდარტს ქმნიან.

Ჩვენი ისტორია



ახალი უბანი ძველ თბილისში კომპანია “ალფა ფროფერთის” მორიგი მსხვილი პროექტია. Garden Hills-ი თბილისის ისტორიულუბანში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში 30 000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას აერთიანებს. “ალფა ფროფერთი” Garden Hills-ის პროექტით მომხმარებელს თანამედროვე უბნის მახასიათებლებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეებს სრული კომფორტისთვის სჭირდება.

კომპლექსი 8 საცხოვრებელი სახლისგან შედგება, რომელიც 300 ბინას და კომერციულ ფართებს მოიცავს. Garden Hills-ის პირველი ეტაპი 4 ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობის მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში 186 ბინას მოიცავს.

პროექტის უმნიშვნელოვანესი ელემენტი რეკრეაციული და მწვანე სივრცეებია. ახალი უბნის პოზიციონირება 4 სეზონზე გათვლილი მარადმწვანე ეზოთი და ტერიტორიაზე მოწყობილი მოსასვენებელი სივრცეებით მოხდება.

კომპლექსის ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას შეხვდებით და რაც მთავარია, ის ყველა ასაკის მობინადრის კომფორტსა თუ საჭიროებაზე მორგებული იქნება.

Garden Hills-ს დამატებით უპირატესობას თბილისის ტურისტული ადგილების სიახლოვეც სძენს. ტერიტორიაზე საბავშვო ბაღიც მდებარეობს. აქედან გამომდინარე პროექტი როგორც საცხოვრებლად ისე საინვესტიციო თვალსაზრისითაც მიმზიდველია.

ჩამოტვირთეთ PDF

ჩვენი ულამაზესი ბინები

გამოგვყევი Instagram & Facebook

გსურთ გარდენ ჰილსში ცხოვრება?